გამოყოფილი ხაზი წარმოადგენს ინტერნეტთან დაკავშირების ერთერთ ყველაზე მოხერხებულ
საშუალებას კერძო, თუ კორპორატიული კლიენტებისათვის.
მისი მეშვეობით თქვენ
შეძლებთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ინტერნეტ ქსელის რესურსები და საგრძნობლად
გაზარდოთ ინტერნეტ კავშირის სიჩქარე და ხარისხი.
გამოყოფილი ინტერნეტ ხაზი,
ფიზიკურად წარმოადგენს სატელეფონო ხაზების წყვილს, რომელიც აკავშირებს თქვენს ბინას
ან ოფისს პროვაიდერი კომპანიის უახლოეს კვანძთან და მიერთებულია მძლავრ
მულტიპლექსორზე, რომელიც თავისმხრივ უზრუნველყოფს თქვენი კომპუტერის თუ ქსელის 24
საათიან კავშირს ინტერნეტთან;
აბონენტის მხარეს წყვილი მიერთებულია SHDSL
მოდემზე.
გამოყოფილი ხაზის გამოყენების მთავარი
პრიორიტეტები:
- 24 საათიანი კავშირი ინტერნეტთან გარანტირებული სიჩქარით თავისუფალი სატელეფონო
ხაზის პირობებში.
- საკუთარი კომპანიის Web - სერვერისა და სხვა სერვისების ორგანიზების
საშუალება საკუთარ ოფისში ( ელ - ფოსტა თქვენი ორგანიზაციის დომენის სახელით, FTP
არქივი და სხვა).
- მონაცემთა დაცვისა და გადაგზავნილი და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის
მაღალი დონე.
- სხვადასხვა გადაწყვეტილებები IP პროტოკოლის ბაზაზე, კავშირგაბმულობის სხვა
სახეობებზე დანახარჯის შესამცირებლად (მაგალითად ტელეფონიაზე).
- ვიდეო კონფერენციებისა და 24 საათიანი ტელე და აუდიო მაუწყებლობის ორგანიზების
საშუალება.
- ინტერნეტის ქსელთან თქვენი კომპანიის ლოკალური ქსელის ყველა კომპიუტერის
ერთდროულად მიერთება.
- ინტერნეტ რესურსებთან კავშირის უფლებამოსილების ადმინისტრირების საშუალება
თქვენი ქსელის მომხმარებელთათვის.
- დაცული კორპორატიული ქსელის აგება VPN -
ტექნოლოგიით (Virtual Private Network- კერძო ვირტუალური ქსელი).