Warning: include(language//lang_GEO.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /var/www/caucasusonline.ge/doc/index.php on line 151

Warning: include() [function.include]: Failed opening 'language//lang_GEO.php' for inclusion (include_path='.:/usr/share/php:/usr/share/pear') in /var/www/caucasusonline.ge/doc/index.php on line 151





VPN
VPN (ვირტუალური კერძო ქსელი) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი დაცული ქსელის შექმნას ინტერნეტის ან სხვა ღია არხების მეშვეობით. აღნიშნული ტექნოლოგია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი ორგანიზაციის კორპორატიული ქსელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მონაცემები და მარშრუტიზაციის შემცველი თავსართები საჯარო ქსელის მეშვეობით დაშიფრული სახით იგზავნება, რასაც ტუნელირება ეწოდება.

VPN კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფა იტვირთება დაშორებულ კომპიუტერზე და ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდება კორპორატიულ ქსელში განთავსებულ VPN სერვერს ან როუტერს.

VPN ტექნოლოგია ოპტიმალურია დიდი კომპანიებისათვის. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თავი იგრძნოს ისე, ვითომ არც გასულა კომპანიის მთავარი ოფისიდან და მიიღოს წვდომა კომპანიის შიდა ქსელის ყველა რესურსთან, როგორიც არიც ელ–ფოსტა, ფაილ–სერვერი, მონაცემთა ბაზა და ა.შ.

VPN (ვირტუალური ლოკალური ქსელის) შესაქმნელად საჭიროა არსებობდეს ფიზიკური არხი, როგორც საკაბელო, ასევე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით.

VPN ორი ნაწილისაგან შესდგება. ესენია - „შიდა“ და „გარე“ ქსელი. პირველ შემთხვევაში, იქმნება ერთი ლოკალური ქსელი, რომლის მოქმედების რადიუსი, მაქსიმუმ 100 მეტრია. თუ ობიექტები ერთმანეთისაგან კილომეტრებითაა დაშორებული, მათი ურთიერთდაკავშირებისათვის ირთვება გარე ქსელი, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი კომპიუტერიდან აკონტროლო საერთო ქსელში ჩართულ კომპიუტერებში მიმდინარე პროცესები.

VPN–მა, თავის მხრივ, შეიძლება გამოიყენოს DშL ტექნოლოგია, მაგრამ მას ინტერნეტის მაღალი სიჩქარე არ სჭირდება, მისთვის მთავარია ლოკალური სიჩქარე, რისი მეშვეობითაც ცენტრი საკუთარ ფილიალებს უკავშირდება.

VPN ტექნოლოგიის ჩართვისას გამოიყენება როგორც ლოკალური ინფრასტრუქტურა, ასევე გლობალური ინტერნეტის ქსელი.

VPN ტექნოლოგია დროში კარგად აპრობირებული პროდუქტია. მას საქართველოში მრავალრიცხოვანი მომხმარებელი და სამომავლოდ არსებობის გარანტირებული პერსპექტივა აქვს.