კავკასუს ონლაინი - “ოქროს ბრენდია” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატების მხარდაჭერით 29 თებერვალს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 2007 წლის რჩეული ბრენდები გამოვლინდა და დაჯილდოვდა.
წლევანდელი დაჯილდოების ღონისძიება რიგით მესამეა და მასში გამარჯვებული 27 ნომინაციაში გამოვლინდა. ინტერნეტსფეროში მოღვაწე კომპანიებს შორის პირველობა კომპანია ”კავკასუს ონლაინს“ ერგო, რაც თავის მხრივ კომპანიის ინტერნეტმომხმარებლის გამარჯვებაცაა.
2007 წლის რჩეული ბრენდები ნომინაციების მიხედვით გახდნენ:
ინტერნეტპროვაიდერი - რჩეული ბრენდი - “კავკასუს ონლაინი”; ელექტრონიკა - რჩეული ბრენდი - “ელიტელექტრონიკსი”; საერთაშორისო საკურიერო სამსახური - რჩეული ბრენდი - “დი-ეიჩ-ელი”; მობილური კავშირგაბმულობა - რჩეული ბრენდი - “ჯეოსელი”; უმაღლესი რანგის კადრების მოძიება-შერჩევა - რჩეული ბრენდი - “ბრეინ სიურსი”; ავტოსალონი - რჩეული ბრენდი - “ტოიოტა”; დეველოპერები და სამშენებლო კომპანიები - რჩეული ბრენდი - “ცენტრ პოინტ ჯგუფი-; რჩეული ღვინის ბრენდი - “ბადაგონი”; ხორცის პროდუქტები - რჩეული ბრენდი - “ნიკორა”; გამაგრილებელი სასმელი - რჩეული ბრენდი - “კოკა კოლა”; რჩეული ლუდის ბრენდი - “ყაზბეგი პლატინა”; “სუპერმარკეტი - რჩეული ბრენდი - “პოპული”; პარფიუმერია - რჩეული ბრენდი - “ისი პარი”; რძის პროდუქტები - რჩეული ბრენდი - “ეკო ფუდი”; ფარმაცევტული კომპანია - რჩეული ბრენდი - “პე ეს პე”; რესტორანი - რჩეული ბრენდი - “წისქვილი”; სადაზღვევო კომპანია - რჩეული ბრენდი - “ჯი პი აი ჰოლდინგი”; კლინიკა - რჩეული ბრენდი - გია გვარამიას სამედიცინო ცენტრი; ნავთობკომპანია - რჩეული ბრენდი - “ვისოლი”; რეკლამა და კონსლტინგი - რჩეული ბრენდი - ჯგუფი “სარკე”; ტურისტული კომპანია - რჩეული ბრენდი - “ინტერკონტინენტალი”; იურდიული კომპანია - რჩეული ბრენდი - კორძაძის საადვოკატო ბიურო; მრეწველობა - რჩეული ბრენდი - “მადნეული”; საამშენებლო მასალები - რჩეული ბრენდი - “ჰეიდელბერგ ცემენტი”; ავიაკომპანია - რჩეული ქართული ბრენდი - “აირზენა”; სასტუმრო - რჩეული ბრენდი - “ვერე პალასი”; მინერალური წყალი - რჩეული ბრენდი - “ნაბეღლავი”.
2007 წლის “ოქროს ბრენდების” შერჩევაში საქართველოს წამყვანი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. |