Warning: include(language//lang_GEO.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /var/www/caucasusonline.ge/doc/index.php on line 151

Warning: include() [function.include]: Failed opening 'language//lang_GEO.php' for inclusion (include_path='.:/usr/share/php:/usr/share/pear') in /var/www/caucasusonline.ge/doc/index.php on line 151





პროექტის დასახელება: „შავი ზღვის ოპტიკური კავშირი“

შერჩევის კატეგორია და გამართლების გარემოებანი

B/0-აუცილებელია გარემოს ანალიზის ჩატარება. პროექტი შესაძლოა მოიცავდეს რამოდენიმე სპეციფიკურ საკითხს, რომელიც დაკავშირებული იქნა გარემოსთან და განიხილება მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის და წყალქვეშა საკაბელო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული დღემდე დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

სათანადო ქმედებები და შედეგები:

გარემო
შერჩეული B/0 -გარემოსთან დაკავშირებული დღემდე განხორციელებული სათანადო ქმედებები: 1) კავკასიის წყალქვეშა საკაბელო სისტემის მართვის პანელის შესწავლის ანგარიშის განხილვა, რომელიც მომზადდა EGS-ის მიერ (2006 წლის დეკემბერი); 2) სრული კითხვარი გარემოს შესახებ (2008 წლის ივნისი); 3) კომპანიასთან დამატებითი ინფორმაციის გაცვლის შედეგად დადასტურდა, რომ პროექტი დამუშავდა გარემოს, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ეროვნული კანონების და აგრეთვე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. კომპანია ადასტურებს, რომ განხორციელდა წყალქვეშა კაბელის მარშრუტის და ფსკერზე შემაერთებელი წერტილების დეტალური შესწავლა. წყალქვეშა კვლევები განხორციელდა წერტილების აღმოჩენა. ბულგარეთის ოკეანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტს დაევალა შავ ზღვაში საკაბელო სამუშაოების გარემოზე პოტენციური გავლენის მოხდენის შესახებ კვლევების ჩატარება. კომპანიამ უკვე მიიღო მთავრობისგან ყველა შესაბამისი ნებართვა, ფსკერზე შემაერთებელ წერტილებთან დაკავშირებით და გაიარა კონსულტაციები პორტის და მეთევზეობის უფლებამოსილ სამსახურებთან. კომპანიამ მიიღო გარემოსთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ნებართვა საქართველოში და რამოდენიმე დღეში უნდა მიიღოს რამოდენიმე დარჩენილი ნებართვა ბულგარეთში. 

განხორციელების მოთხოვნები:

ამჟამად მუშავდება გარემოსთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა (EAP) და მომავალში უნდა იყოს შეთანხმებული კომპანიასთან, რათა მოხდეს გარემოსთან დაკავშირებული ყველა საჭირო ნებართვის მიღება და გატარდეს პროექტის შესაბამისი შემცირების ღონისძიებები. სპონსორს წარედგინება მოთხოვნა დაემორჩილოს ეროვნულ და ევროკავშირის გარემოს, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და შრომის დაცვის შესაბამის სტანდარტებს და წარადგინოს გარემოსთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიში. 


http://www.magistrali.ge